logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდება - ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად და ვის პროევროპულების ნიღაბი აქვს მორგებული ხელისუფლების წინააღმდეგ
- +

1 სექტემბერი. 2023. 15:09

 

 

ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდება - ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად და ვის უბრალოდ, პროევროპულების ნიღაბი აქვს მორგებული და ამის მიღმა მოწადინებულია, ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს“, - მის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

იგი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება საკითხის ირგვლივ და შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგვიანებით კენჭისყრა. თუმცა, საკითხის საბოლოო მიზანი უპირატესად გახლავთ ის, რომ ლუსტრაცია მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის - ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად და ვის უბრალოდ, პროევროპულების ნიღაბი აქვს და ამის მიღმა მოწადინებულია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს და ამით იბრძოლოს.

 

ადგილი აქვს კონსტიტუციის დებულებებთან შეუთანხმებლობა,პრეზიდენტის მოქმედებებს შინაარსობრივი თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, როდესაც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პოზიცია თვისობრივად განსხვავდება, სახელმწიფო სახელით ისეთი განცხადებების კეთება, როგორსაც ამ დრომდე აკეთებს პრეზიდენტი, რასაკვირველია, იმ სტრატეგიის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც აქვს კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის დაგეგმვაზე უფლებამოსილ პირს და ეს გახლავთ საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner