logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
- +

7 სექტემბერი. 2016. 13:22



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.



ბაქრაძის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანს ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. სტოლტენბერგი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტთანაც. მინისტრის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ასევე ჩაატარებს ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.



ეს რიგით მეოთხე ვიზიტია. ზოგადად პარტნიორ სახელმწიფოებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ჩვენ ძალიან ვამაყობთ თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხით და იმ მჭიდრო ურთიერთობებით, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანაში, ერთი მხრივ, დემოკრატიული რეფორმების, მეორე მხრივ, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალ ინტერესზე, მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ ალიანსთან გაგვაჩნია და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner