logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება გაფართოებაზე
- +

1 სექტემბერი. 2023. 16:14

 

 

 „შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რომლითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, ეს ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირში ერთიანი მიდგომა არ არსებობს.

 

"შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რომლითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ. ევროკავშირში სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს და ამაზე მეტი მტკიცებულება რა გვინდა, როდესაც ვამბობთ, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ობიექტურად თუ მიუდგებიან საქართველოს, ის დღემდეც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“. - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner