logo_geo
eng_logo
ნუცუბიძის ქ. N46-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

1 სექტემბერი. 2023. 16:37

 

 

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,  ნუცუბიძის ქ. N46-ში, 800 კვ. მ  ფართობზე სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა  შესაბამისი ინვენტარი. 

 

სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „დოკასპორტი“ შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  99 551 ლარი გამოიყო.

 

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო. 

 

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, 2 000 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის  ხე-მცენარე.

 

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  519 397 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner