logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, იმპიჩმენტის პროცედურა ერთადერთი გზა იყო, რომელიც მმართველ პარტიას ჰქონდა დარჩენილი, კონსტიტუციური ორგანოების არსი ყველამ უნდა გააცნობიეროს
- +

1 სექტემბერი. 2023. 17:09

 

 

“იმპიჩმენტის პროცედურა ერთადერთი გზა იყო, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა დარჩენილი”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

 

კონსტიტუციას პატივს თუ ვცემთ და სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობას ვითვალისწინებთ, სხვა გზა არ არსებობს. უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. პრეზიდენტის მხრიდან არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა შეთანხმების გარეშე ვიზიტების განხორციელება? როგორ ხსნიან, პრეზიდენტისა და მთავრობის როლს? კონსტიტუციაში ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე წერია, რომ პრეზიდენტს საგარეო წარმომადგენლობის დროს მთავრობის თანხმობა სჭირდება. ეს იგივეა, პარლამენტმა, ამნისტიასთან ერთად, შეწყალებაც განახორციელოს. პრაქტიკულად, პრეზიდენტმა შესაბამისი ნაბიჯები გამოტოვა და კონსტიტუცია დაარღვია. ამიტომ ყველამ უნდა გააცნობიეროს კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელობა და არსი. არ მომისმენია ახსნა, ვინ ამბობს, რომ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება 78-მუხლის მოშველიებას, ოპონენტები მიზანმიმართულად ტოვებენ სამ სიტყვას: „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში“. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან თანხმობით შეიძლება წვლილი შეიტანოს შესაბამის ღონისძიებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსს მივიღებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ყველა უწყება რომ ერთმანეთის კომპეტენციაში ერეოდეს, როგორ შეეწყობა ხელი ევროინტეგრაციას?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner