logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ კონსტიტუციური თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა
- +

1 სექტემბერი. 2023. 17:40

 

 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ კონსტიტუციური თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა“, - ამის შესახებ ბრიუსელში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის აღძვრასთან დაკავშირებით.

 

კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა არის ვალდებულება არა მხოლოდ ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირის, არამედ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი წინაპირობა. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ევროპულ მომავალსაც და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს განვითარებას. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ კონსტიტუციური თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა. რა თქმა უნდა, პროცედურები განხორციელდება კანონის შესაბამისად და ამას გვაჩვენებს შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner