logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი კურდღელაურის ამომრჩეველს შეხვდა
- +

7 სექტემბერი. 2016. 13:23



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ კურდღელაურის N25 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.



საუბარი  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებს, რომლითაც სარგებლობა ბოლო წლების განმავლობაში კახეთის მოსახლეობამ აქტიურად შეძლო. კერძოდ, იაფი აგროკრედიტები და აგროდაზღვევა.



საუბარი შეეხო ასევე საყოველთაო ჯანდაცვასა და განათლებას.



ამომრჩეველს ირაკლი სესიაშვილმა გააცანო ის გეგმები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია სამომავლოდ.



სოციალური დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით არის პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა არის დასახვეწი და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner