logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუნქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი
- +

1 სექტემბერი. 2023. 19:44

 

უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს, ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი,"- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე რეაქციით, რადიკალები ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას ახდენენ.

კრაზანების ბუდე ჩამოიშალა! უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს, ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი. რად უნდათ ამათ რეესტრი? საკუთარი განცხადებებით ახდენენ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას! ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ჟურნალისტი და მედია-აქტორი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუნქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა კუბილიუსებისა და გლობალური ომის პარტიის ნარატივი ადარდებს. ასე რომ, 2024 წელს არჩევანი მარტივდება: ან გავლენის ბენეფიციარები და მათი ლობისტები, ან კიდევ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და საქართველოს კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის დამცველი პოლიტიკოსები, რომელთა მთავარი საზრუნავი ეროვნული ინტერესებია და არა გლობალური პოლიტკონიუქტურა!” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner