logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მე-12 კლასის გაუქმება არ მოხდება
- +

7 სექტემბერი. 2016. 13:26



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მე-12 კლასის გაუქმება არ მოხდება, არამედ იგეგმება ის, რომ ბოლო ორ კლასში (XI-XII) იყოს უმაღლესი სასწავლებლისთვის გაძლიერებული მომზადება.



არ ვიცი, საიდან მოვიდა ასეთი ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც დღესაა. ერთადერთი, რაც განიხილება, არის ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება. ანუ როგორც ბევრ ქვეყანაში არის კოლეჯი, გიმნაზია. ფაქტობრივად, მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით, XI-XII კლასებში, თუ ჟურნალისტობას აპირებს, უკვე ვკონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებს მოსწავლე, მაშინ - ქიმიაზე. ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე. გაუქმებაზე არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ არის", - განაცხადა ჯეჯელავამ.



მისივე თქმით, მსგავსი სკოლები დღესაც არსებობს და ამ კონტექსტში განათლების მინისტრმა კომაროვის, ვეკუას და სხვა სკოლები დაასახელა.



ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელიც ბავშვებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც ამ მიმართულებით იქნება ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სტატუსი - სპეციალიზებული სკოლების, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო და .. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას მოუწყობენ, რომელიც მინიმუმ რეპეტიტორების საჭიროებას მოხსნის ამ ბავშვებისთვის და შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გაქვს, ამ მეთოდის - ბოლო გაძლიერებული ორი კლასის მეთოდით რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან.

იქდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო ორი კლასის გაძლიერებაზე საუბარია წელსვე.

დღეს არის დაახლოებით 50-მდე სკოლა, სადაც ისედაც სპეციფიური პროგრამებით მუშაობენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა გავაორმაგოთ და წელსვე სწავლის ხარისხით მოწინავე სკოლებს ხელი შევუწყოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner