logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ
- +

1 სექტემბერი. 2023. 20:43

 


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის კაბინეტის უფროსს, კამილო ვილარინო მარცოს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრა, ასევე გამართეს ევროკავშირის ევროპულ და საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან, მიხაელ ზიბერტთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები ასევე შეხვდნენ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის ელჩს ევროკავშირში, ელენა გომეზ კასტროს, რომელიც ესპანეთის მუდმივი წარმომადგენელია პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში.

შეხვედრები აგრეთვე შედგა ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენელთან, ბალინტ ოდორთან და ლიეტუვას წარმომადგენელთან, არნოლდას პრანკევიჩიუსთან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner