„გასაგებია, რომ ომია ქვეყანაში, მაგრამ ომი არ ამართლებს არც ერთ შემთხვევაში იმ სისაძაგლეს, რაც ყველამ იხილა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გურამ მაჭარაშვილმა უკრაინაში პოლიციელების მიერ მოკლული ქართველის შესახებ.
მისი თქმით, ამ სისაძაგლეზე უფრო მაღალი ხარისხის საზიზღრობა არის ის, რომ მოქალაქეები, მათ შორის საქართველოში, ამართლებენ იმ პოლიციელს, რომელმაც ადამიანი ოჯახის თვალწინ მოკლა.
„რაც მალე გათავისუფლდება უკრაინა ისეთი პირებისგან, რომელთაც სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, მათ შორის საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, მანამდე სამწუხარო რეალობაში იქნებიან. და თუ გათავისუფლდებიან, მიიღებენ იმას, რაც რეალურად უნდა იყოს ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. გასაგებია, რომ ომია ქვეყანაში, მაგრამ ომი არ ამართლებს არც ერთ შემთხვევაში იმ სისაძაგლეს, რაც ყველამ იხილა. ამ სისაძაგლეზე უფრო მაღალი ხარისხის საზიზღრობა კი არის ის, რომ მოქალაქეები, მათ შორის საქართველოში, ამართლებენ იმ პოლიციელს, რომელმაც ადამიანი ოჯახის თვალწინ მოკლა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.