ვარიანში ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ბეტონის საფარი, მწვანე საფარი, კალათბურთის კარები, ჩოგბურთის ბადე, გარეგანათება, ღობე. სამუშაოების ღირებულება 62 496 ლარს შეადგენს.
პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის 2023“ - ის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება.
პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.