logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ზამთარი რთული იქნება პუტინის სიგიჟის გამო
- +

2 სექტემბერი. 2023. 00:04

 

 

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ზამთრის პერიოდი ვლადიმირ პუტინის სიგიჟის გამო რთული იქნება.

 

„ზამთარი რთული იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ გიჟს, რომელიც ჩვენი ტერიტორიის მახლობლად იმყოფება. რა თქმა უნდა, ეცდება პრობლემები შეგვიქმნას. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი დღეს უკვე სულ სხვა განზომილებაშია. რთული პერიოდისთვის მომზადება მიმდინარეობს“, - განაცხადა დანილოვმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner