logo_geo
eng_logo
ნობელის კომიტეტმა პრემიის გადაცემის წლევანდელ ცერემონიალზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვია
- +

2 სექტემბერი. 2023. 00:32

 

 

ნობელის კომიტეტმა პრემიის გადაცემის წლევანდელ ცერემონიალზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვია.

 

როგორც ნობელის ფონდში განმარტეს, წელს აპირებენ, ცერემონიალზე მიიწვიონ ყველა ელჩი, რომელთა ქვეყნებსაც აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთსა და ნორვეგიაში. აღსანიშნავია, რომ შარშან ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე არ მიიწვიეს რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩები.

 

„თვალსაჩინოა, რომ მსოფლიო სულ უფრო მეტად იყოფა სფეროებად, სადაც დიალოგი იმ მხარეებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრება გააჩნიათ, მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ ტენდენციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ჩვენ ვაფართოებთ მოწვეულთა სიას,“ – განაცხადა ნობელის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიდარ ჰელგესენმა.

 

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას შვედეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკა მოჰყვა. როგორც ულფ კრისტერსონმა განაცხადა, ის რუსეთის მიწვევით გაკვირვებული დარჩა.

 

„მე ამას არ გავაკეთებდი, თუ ნობელის გადაცემის ცერემონიალზე სტუმრების მიწვევაზე ვიქნებოდი პასუხისმგებელი და მე მესმის, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანში იწვევს წუხილს შვედეთსა და უკრაინაშიც“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

რამდენიმე შვედური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ ნობელის პრემიის ცერემონიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს, თუ ღონისძიებაზე რუსეთის ელჩი მივა.

 

ნობელის ფონდის გადაწყვეტილება უკვე დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

„სავარაუდოდ, იმ დღეს, როდესაც რუსი ელჩი ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი იჯდება სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში, რუსეთის არმია მორიგ სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო რუსული რაკეტები გაანადგურებენ უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ უბნებს“, – წერს ოლეგ ნიკოლენკო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner