ოდესაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „Villa le Premier"-ში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. პოლიციასთან შეტაკების დროს სამი ადამიანი დაიჭრა.
ოდესის პოლიციის ცნობით, დაპირისპირება სასტუმროს ორ მეპატრონეს შორის მოხდა. მათ დაცვის ფირმები დაიქირავეს, რომელთა შორისაც შეიარაღებული შეტაკება მოხდა.
მოგვიანებით პოლიციამ შეტაკების 23 მონაწილე დააკავა. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები. მიმდინარეობს გამოძიება.