ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა, მოერიდონ ძალადობის გაგრძელებას და დაუბრუნდნენ დიალოგს.
„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს უკანასკნელი შეიარაღებული შეტაკებების გამო, რომელთა შედეგადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, მოერიდონ ძალადობის გაგრძელებას და დაუბრუნდნენ დიალოგს“, - წერს სტანო.