logo_geo
eng_logo
ბერძენმა მეხანძრეებმა ცეცხლში გახვეული ტყიდან 25 მიგრანტი გამოიყვანეს
- +

2 სექტემბერი. 2023. 01:37

 

 

ბერძენმა მეხანძრეებმა 25 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი გადაარჩინე, რომლებიც ჩარჩენილი იყვნენ ტყის ხანძარში.

 

როგორც მედია წერს, მიგრანტები, სავარაუდოდ, ტყეში დაიკარგნენ და ცეცხლში გახვეული ტყიდან საკუთარი ძალებით ვერ გავიდნენ.

 

„ჩატარებული ოპერაციის დროს, სახანძრო ბრიგადამ და პოლიციამ 25 ადამიანი იპოვა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, - განუცხადა „როიტერს“ საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის სპიკერმა იანის არტოპოიოსმა.

 

ბერძენი სამართალდამცველების ცნობით, ყველა მიგრანტი კაცია და ისინი სირიიდან, ერაყიდან და ლიბანიდან არიან. ისინი დააკავეს.

 

შეგახსენებთ, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, თურქეთის საზღვართან ხანძარი უკვე მე-13 დღეა მძვინვარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner