logo_geo
eng_logo
რუსეთს უკრაინის სამხედრო გზით დამარცხების შანსი არ აქვს - დანილოვი
- +

2 სექტემბერი. 2023. 01:49

 

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს შანსი სამხედრო გზით დაამარცხოს უკრაინა.

 

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ერთი, რუსეთს არ აქვს შანსი, რომ სამხედრო გზით დაგვამარცხოს. მეორე, გამარჯვება ჩვენი იქნება და მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აცხადებს დანილოვი.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ მას სურს ეს გამარჯვება რაც შეიძლება მალე დადგეს.

 

„ეს დამოკიდებულია იარაღის მიწოდებაზე“, - დასძინა დანილოვმა.

 

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან.

 

მისი თქმით, რუსეთი „ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციას ამჟამად ერთი მიზანი აქვს - შიდა დესტაბილიზაცია.

 

„რაც შეეხება სამხედრო გზით მათ 24 თებერვლამდე დასახული მიზნების მიღწევას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერ შეძლებენ და ამიტომაც, შიდა დესტაბილიზაციის შექმნით , ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა დანილოვმა.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში არ არსებობს შეზღუდვები უკრაინის ყველა მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს წითელი ხაზები. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი. ყირიმი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაა. ამას მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა აღიარებს“, - დასძინა დანილოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner