logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თქვენ არ შეგიძლიათ ხელისუფლებას სიკეთეში, ხალხზე ზრუნვაში, უკეთესის შეთავაზებაში შეეჯიბროთ
- +

2 სექტემბერი. 2023. 10:24

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ეს 2011 წლის რიკოთის სტიქიაა, ჩუმათელეთი, სურამი, ხაშური...

 

შეახსენეთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის სეისმოპანიკიორებს, კრინტი რომ არ დაუძრავთ, იგივე თანამდებობებს იკავებდნენ.

 

5 ადამიანი დაიღუპა მაშინ. გზა 25 ადგილას იყო დაზიანებული. ორ კვირაზე მეტი მოანდომეს გზის გაწმენდას.

 

ბაქრაძის კომენტარი ხომ ნახეთ არქივის ვიდეოში, მთაბრობამ ხომ არ დაგინგრიათო ხალხს რომ ეუბნება? იგივე პასუხი გასცა ხალხს რწმუნებულმა, არსებობს ჩანაწერი, მთავრობა რა შუაშია, მეწყერია, დადებენ გეოლოგები დასკვნას და მივიღებთ გადაწყვეტილებასო.

 

რატომ ვიხსენებ, იცით? იმ წელს ჩინელები დააკავეს, მგონი ტყის გაჩეხვის გამო. ე.ი. რაღაც დანაშაული არსებობდა. ხალხს პრეტენზიები ჰქონდა მდინარეზე მშენებლობების გამოც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არავის უსარგებლია ტრაგედიით, სტიქიით, კრიტიკაც იყო, მაგრამ არავლეშიჭამიობა.

 

ახლა რიკოთზე საუკუნის პროექტი მიმდინარეობს, ამოდენა მასშტაბებია და ერთ მონაკვეთზე ქედის მცირე ნაწილის ჩამოწოლის გამო რამხელა პანიკა დათესეთ ხალხში. უამრავმა ადამიანმა მომწერა საშიშია მოძრაობაო. ვერ შევძელი მათი დამშვიდება.

 

სააკაშვილის პარტიისთვის მთავარი იყო მშენებლობის დისკრედიტაცია. უნიათოებს უწოდებდით მთავრობას და ამოდენა მასშტაბის პროექტი თვალსაჩინო ადგილას, ძალიან გაღიზიანებდათ. მხოლოდ ეს გამოძრავებდათ თქვენ, დისკრედიტაცია და ხალხის დაპანიკება უნდა მოგეხდინათ.

 

აბა, 12 წლის წინ გაიყვანეთ ვერეს ხეობის გზა და ცინგლიანი გორიდან დღემდე ცვივა ქვები. რიკოთი კი 50 კმ-იანი მონაკვეთია, 150-მდე ხიდით და გვირაბით. შეეცადეთ ხალხში დაგენერგათ ეს ერთი გააკეთეს და ისიც უხარისხოდო.

 

არ ვარ ვინმეს ხარისხის გარანტი. ყველამ თავად აგოს პასუხი საკუთარ საქმეებზე. უბრალოდ, ავტობანის გაყვანდე ჩამოწვა მეწყერი და ამხელა მშენებლობებს სადღაც ქვების ცვენა რომ მოჰყვეს, რა გასაკვირია? ეს ისედაც არის გათვალისწინებული მსგავსი პროექტების განხორციელებისას.

 

ამიტომ ხართ სიძულვილის და პანიკის გენერატორები. თქვენ არ შეგიძლიათ ხელისუფლებას სიკეთეში, ხალხზე ზრუნვაში, უკეთესის შეთავაზებაში შეეჯიბროთ. თქვენს ხაზს არ ცვლით და ისევ გაშავებაზე, პესიმიზმის დათესვაზე, სიძულვილის გაღრმავებაზე აკეთებთ აქცენტს.

 

ამონარიდი ძველი სტატიიდან:

 

“გზის მონაკვეთი, სურამიდან რიკოთის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიამდე, 25 ადგილზეა დაზიანებული. რაც შეეხება სურამის და ჩუმათელეთის მოსახლეობას, მიმდინარეობს ზიანის დათვლა. გამოვიძახეთ სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც, რომ სწრაფად მოხდეს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა და კედლების გამაგრება”, განაცხადა გილაურმა. რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის გავლით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. სამუშაოები 3 დღეში დასრულდება. გზა პირვანდელ მდგომარეობას 14 დღეში დაუბრუნდება".

 

წყარო:

https://stiqia.wordpress.com/.../%e1%83%a1%e1%83%a2%e1.../”- წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner