ქუთაისში საქართველოს ექს-პრეზიდენტ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ „ქართუ ჯგუფში" განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისში უახლოეს მომავალში მოეწყობა. თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. დეტალებზე არ საუბრობენ ქუთაისის მერიაშიც, მაგრამ აცხადებენ, რომ პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ 1 კვირაში გაიმართება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
წყარო:bfm.ge