logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, ვინ გაიზიარებს და ვინ რა პოზიციაზე დადგება. ესაა მთავარი ამოცანა და არა ის, შედეგიანი აღმოჩნდება თუ არა კენჭისყრა, რომელმაც იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
- +

2 სექტემბერი. 2023. 12:31

 

 

ჩვენ ვუპირისპირდებით იმ რისკს, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ, ჩვენი აზრით, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელ განცხადებებთან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

მან პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის წარდგენაზე ისაუბრა.

 

„ჩვენ ვუპირისპირდებით იმ რისკს, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენი აზრით, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელ განცხადებებთან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ვინ გაიზიარებს და ვინ რა პოზიციაზე დადგება. ესაა მთავარი ამოცანა და არა ის, რეზულტატიანი აღმოჩნდება თუ არა კენჭისყრა, რომელმაც იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კონსტიტუციის მწყობრად დაცვის გზით, საგარეო პოლიტიკა ასე უნდა იგეგმებოდეს და მთავარი ამოცანა რაც გვაქვს, კანდიდატის სტატუსი იყოს მოპოვებული, სწორად უნდა დაიგეგმოს და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამას ხელი შეუშალოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner