logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ჩვენ დარწმუნებული ვართ, იმ კონკრეტული ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტმა გადადგა, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პირდაპირ ამხელს მას კონსტიტუციის დარღვევაში
- +

2 სექტემბერი. 2023. 14:19

 

 

პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის საკითხს და დასკვნას წარმოადგენს.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, იმ კონკრეტული ნაბიჯებიდან, რაც პრეზიდენტმა გადადგა, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პირდაპირ ამხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში. შესაბამისად, შემდეგ პროცედურები პარლამენტში გადაინაცვლებს. ძალიან საინტერესო იქნება ოპოზიციური ფლანგიდან, თუ რა პოზიცია დაფიქსირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner