აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელედებატების დროს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა.
„თუ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინზე, ვფიქრობ, ის რუსეთისთვის ძლიერი ლიდერია, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ჩვენი ლიდერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პუტინს მხარს ვუჭერ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ის ამას არ ამბობს უარყოფით ან დადებით ჭრილში, ის ამბობს იმას, რაც ფაქტია. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ტელედებატები გუშინ მაიამიში გაიმართა.