logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ვლადიმირ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ბარაქ ობამა
- +

11 მარტი. 2016. 10:59


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელედებატების დროს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა.



თუ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინზე, ვფიქრობ, ის რუსეთისთვის ძლიერი ლიდერია, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ჩვენი ლიდერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პუტინს მხარს ვუჭერ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



მისივე თქმით, ის ამას არ ამბობს უარყოფით ან დადებით ჭრილში, ის ამბობს იმას, რაც ფაქტია. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.



აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ტელედებატები გუშინ მაიამიში გაიმართა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner