logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი არღვევს მთავარ კანონს და პიარი ლაგდება ისე, თითქოს იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ აღიძრა, რომ პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა უნდოდა. სინამდვილეში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პირიქით ხდება
- +

2 სექტემბერი. 2023. 15:44

 

 

„ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტი არღვევს მთავარ კანონს, და პიარი ლაგდება ისე, თითქოს იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ აღიძრა, რომ პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა უნდოდა. სინამდვილეში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პირიქით ხდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ქართული რადიკალური ოპოზიცია დაეწყო და, როგორც ჩანს, დავალების შესაბამისად ერთხმად ახმოვანებდა საერთო მესიჯს, რომელიც აგებული იყო ტყუილ ნარატივზე. მათ სცადეს, რომ მაკიაველისთვის მოეხმოთ და ეთქვათ, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. აქ მნიშვნელოვანია ორივე მიმართულება. პირველი - პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორი იყო სტატუსის არ მიცემა. ამის მტკიცებულება არსებობს და ეს არაა მსჯელობის შედეგი. ფაქტია, რომ მან თქვა, რომ საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. მეორე - მან წელსაც საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები ანუ წელსაც არ იმსახურებს სტატუსს საქართველო. ამ ფრაზების ავტორი ამბობს, რომ მიდის ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, რაც დაუჯერებელია. მიზანი წარმოჩენილია არასწორად, სინამდვილეში ის არის ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი. რაც არ უნდა მიზანი იყოს, საშუალებად არაფერში უნდა გამოვიყენოთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. შესაბამისად, არც მიზანია სწორი და საშუალებაც არის უკიდურესად არასახელმწიფოებრივი და დამაზიანებელი იქიდან გამომდინარე, რომ ეს საშუალება მისთვის აღმოჩნდა კონსტიტუციის დარღვევა. ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტი არღვევს მთავარ კანონს, და პიარი ლაგდება ისე, თითქოს იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ აღიძრა, რომ პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა უნდოდა. სინამდვილეში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პირიქით ხდება. რადგან პრეზიდენტი ზის ოპოზიციის ნარატივში, რომლის მთავარი მიზანია, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს სტატუსი, ამიტომ მორალურადაც მართალი ხარ, მაგრამ პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, როდესაც უზენაესი კანონი ირღვევა, შენ უნდა გქონდეს რეაქცია. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner