logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა დაიწყება, ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმას, რომ პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს. არ მგონია, რომ ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი
- +

2 სექტემბერი. 2023. 15:48

 

 

„თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა დაიწყება, ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს. არ მგონია, რომ ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა დაიწყება, ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს. არ მგონია, რომ ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი, თუმცა ზოგადად გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს. თუ ეს მართალია და ეს ინფორმაცია მართლაც გავრცელდა, ესე იგი, ეს რაღაც წყაროზე დაყრდნობით მოხდა. „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს, რომ ასე ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. როგორც ჩანს, ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. მე არ მგონია, რომ ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს რომელიმე ადამიანი, იმიტომ რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერად დაზიანებულმა ადამიანმა საკუთარი პერსონის პოლიტიკური ლიკვიდაცია განახორციელოს. აქედან გამომდინარე, არ მგონია რომ ამ შანტაჟმა შედეგი გამოიღოს, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ერთი მესიჯბოქსი აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“, დავალების საერთო მიმცემები ჰყავთ, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner