logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციონალისტი კი არა, იურისტი არ უნდა უწოდო ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, და ამ მოქმედებას უწოდებს ანტიკონსტიტუციურს სხვა მუხლთან მიმართებით
- +

2 სექტემბერი. 2023. 15:52

 

 

„კონსტიტუციონალისტი კი არა, იურისტი არ უნდა უწოდო ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, და ამ მოქმედებას უწოდებს ანტიკონსტიტუციურს სხვა მუხლთან მიმართებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს იმდენად უხეში ინტერპრეტირებაა, რომ იურისტი არ ჰქვია ადამიანს, რომელიც ასეთ მსჯელობას ავითარებს.

 

„შეიძლება ეს ვიღაც ძალიან კვალიფიციურმა ადამიანმა პოლიტიკური მიზნით განაცხადა და მის კომპეტენცია ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, მაგრამ ეს იურისტმა მაინც არ უნდა თქვას. ის, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა, ეს არის ძალიან უხეში ინტერპრეტირება და შეფასების საგანია. ვიღაცის აზრით ირღვევა, რაც სპეკულაციური ინტერპრეტაციაა, მაგრამ როდესაც ცალსახა და აშკარაა, ტექნიკურამდე დასული უმარტივესი საკითხია, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე არ უნდა წავიდეს. ეს მარტივი ტექნიკური საკითხია. ცალსახად დაირღვა კონსტიტუცია და ეს სადავო არაა. მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კონტრპროდუქტიული. რატომ მიაჩნია? რა მარაზმულ ლოგიკაში შევედით. ახლა გადავედით სამართლებრივი საკითხების განსჯაზე, მაგრამ ამას აქვს დიდი პოლიტიკური მდგენელი. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მისი განცხადებების საფუძველზე ლეგიტიმური ვარაუდი არსებობს, რომ ისეთივე კონტრპროდუქტიული ვიზიტი იქნება, როგორც მისი განცხადებები საქართველოში კანდიდატის სტატუსთან მიმართებით“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner