logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციას დავარღვევ, კარგ საქმეზე მივდივარ - რას ნიშნავს ეს? არ შეიძლება, ევროპულობა დავინახოთ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევაში
- +

2 სექტემბერი. 2023. 15:55

 

 

„კონსტიტუციას დავარღვევ, კარგ საქმეზე მივდივარ - რას ნიშნავს ეს? არ შეიძლება, ევროპულობა დავინახოთ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„კონსტიტუცია დავარღვიოთ, რადგან კარგ საქმეზე მიდის?! ჩვენი გათვლით, კარგ საქმეზეც არ მიდის. სულ რომ ვცდებოდეთ და პრეზიდენტის პოზიცია შეცვლილი იყოს, ამის მარტივად ვარაუდის საშუალება არ გვაქვს! სხვა რამეს, ანტიქართულს ამბობდა და ახლა უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტიქართულს აღარ იტყვის და დავუჯეროთ. რომც დავუჯეროთ, კონსტიტუციის დარღვევით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ანუ, კონსტიტუციას დავარღვევ, კარგ საქმეზე მივდივარ - მარტივად რომ ვთქვათ. რას ნიშნავს ეს? არ შეიძლება, ევროპულობა დავინახოთ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევაში. ასე რომ გადავუსვათ ხაზი და ანტიკონსტიტუციური მოქმედებები უკაცრავად და ჟარგონულად „გავაპრავოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner