logo_geo
eng_logo
ოზურგეთის “ველო-დღეები“ დაიწყო!
- +

2 სექტემბერი. 2023. 16:08

 

 

ოზურგეთში ველო მარათონი გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა და ველომოყვარულებმა. მათ შორის უცხოელმა სტუმრებმა.

 

მარათონის მონაწილეებმა სტარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან - ბახმაროს მიმართულებით აიღეს.

 

„დღეს, სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან ერთად სოფელი მთისპირის გავლით ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ სტარტი. ეს პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების სპორტში ჩართვას, ველოსპორტისა და გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას დაეხმარება. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ამ კამპანიაში ჩართვისთვის და ველო მარათონში მონაწილეობისათვის!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

 

გურია „ველო - დღეებს“  უკვე მეორე წელია მასპინძლობს. ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერითა და „კავკასიის ველო ქსელის“ ინიციატივით იმართება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner