განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი სამინისტროს იურიდიულად მომავალ კვირაში გადაეცემა.
„ერთი არის უცხოელი სტუდენტების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ სერიოზულად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის ხელშეწყობას. დაახლოებით 110-120 ადგილი გვინდა დავუთმოთ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან. ორი მესამედი დაეთმობა ორი კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს, ეს არის სოციალური საჭიროება და წარჩინებული, ანუ მაღალი აკადემიური მოსწრება.
გვინდა, რომ ეს სისტემა მთლიანად სტუდენტების ხელში იყოს. 10 000 განაცხადია შემოსული და საუბარია 300 ადგილზე, გაცილებით მეტი სტუდენტური საცხოვრებელი გვჭირდება რეალურად, ვიდრე ვთავაზობთ. ქულებზე არ იქნება დამოკიდებული, ვისაც არ აქვს საშუალება საცხოვრისით უზრუნველყოფის, მათ განვათავსებთ. ამას შეხედეთ როგორც არა გაჭირვებულების ქალაქს, არამედ საოცრად მაგარი სტუდენტების ქალაქს. ყველა კურსის სტუდენტები განთავსდებიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.