logo_geo
eng_logo
ლისის ტბაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში ქართველი და უცხოელი სტუდენტები იცხოვრებენ
- +

7 სექტემბერი. 2016. 13:40



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი სამინისტროს იურიდიულად მომავალ კვირაში გადაეცემა.



ერთი არის უცხოელი სტუდენტების საკითხი. მოგეხსენებ, რომ სერიოზულად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის ხელშეწყობას. დაახლოებით 110-120 ადგილი გვინდა დავუთმოთ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან. ორი მესამედი დაეთმობა ორი კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს, ეს არის სოციალური საჭიროება და წარჩინებული, ანუ მაღალი აკადემიური მოსწრება.

 

გვინდა, რომ ეს სისტემა მთლიანად სტუდენტების ხელში იყოს. 10 000 განაცხადია შემოსული და საუბარია 300 ადგილზე, გაცილებით მეტი სტუდენტური საცხოვრებელი გვჭირდება რეალურად, ვიდრე ვთავაზობთ. ქულებზე არ იქნება დამოკიდებული, ვისაც არ აქვს საშუალება საცხოვრისით უზრუნველყოფი, მათ განვათავსებთ. ამას შეხედეთ როგორც არა გაჭირვებულების ქალაქს, არამედ საოცრად მაგარი სტუდენტების ქალაქს. ყველა კურსის სტუდენტები განთავსდებიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner