logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როდესაც პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის, ამ დროს მთავრობას უნდა ევარაუდა, ის კარგ საქმეს გააკეთებდა იმის საპირისპიროდ, რასაც ქვეყნის შიგნით საუბრობს?
- +

2 სექტემბერი. 2023. 17:12

 

 

„როდესაც პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის, ამ დროს მთავრობას უნდა ევარაუდა, ის კარგ საქმეს გააკეთებდა იმის საპირისპიროდ, რასაც ქვეყნის შიგნით საუბრობს?“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ დანამდვილებით ვიცით ჩვენი ოპოზიციის მავნებლური ორი მიმართულება. პირველი, რაც მათმა სპიკერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რთული იქნება ამ ხელისუფლების მოცილება. ანუ, მათ საჯაროდ განაცხადეს ის, რაც ევროპაში კულისებში საუბრობენ, რომ ჩვენ გაგვიჭირდება „ქართული ოცნების“ მოშორება“, თუ კანდიდატის სტატუსს ისინი მიიღებენ.

 

მეორე მიმართულება ლოგიკითაც და ინფორმაციითაც ის არის, რომ თუ ჩვენ კამპანიას ვალაგებთ მთელი ჩვენი ექსპერტებით, ტელევიზიებით, NGO, პარტიებით, ყველა ერთ ხმაში ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, თუ თქვენ ასეთ დროს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეცით, ეს კამპანია წყალში ჩაიყრება.

 

ამ ორი არგუმენტით ისინი თავს პატრონებს, ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ. კულისებში ეს საუბრები მიდის. ზოგი ღიად წამოსცდებათ, ზოგი დაფარულია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები არსებობს, რომ როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს, ისინი დღესაც ამ ნარატივს, უკაცრავად და აწვებიან. ამ არგუმენტებით ცდილობენ ყველას დარწმუნებას, რომ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცეს, რადგან ამაში თავის პერსონალურ და პოლიტიკურ უბედურებას ხედავენ. როდესაც მათ ნარატივზე ზის პრეზიდენტი, ამ დროს მთავრობას უნდა ევარაუდა, რომ ის კარგ საქმეს გააკეთებდა, იმის საპირისპიროდ, რასაც ქვეყნის შიგნით საუბრობს?“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner