logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როცა ამის პოლიტიკური ნება იყო, დსთ-ში მყოფმა ქვეყანამ მიიღო სტატუსი. ჩვენ ათი თავით წინ ვიყავით და მაინც ვერ მივიღეთ სტატუსი
- +

2 სექტემბერი. 2023. 17:37

 

 

"შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის ეს პროცესი ბუნდოვანი გახდა. მან ასევე გაიხსენა გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით უსწრებს მოლდოვას, დსთ-ში მყოფმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო.

 

„2030 წელი დაასახელა შარლ მიშელმა. ევროკომისიის წარმომადგენელი მეორე დღესვე შეეწინააღმდეგა ამ თარიღს, რითაც ბუნდოვანება ჩნდება. 10 წელზე გაცილებით მეტი დროა გასული, რაც მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან ჩვენი მეგობარი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები. კი ბატონო, ბევრი წელია ძალიან და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ყველაფერი.

 

მაგრამ როდესაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც რეკომენდაციაც კი არ მისცეს იმისა, რომ დსთ-დან გამოსულიყო. საქართველო, რომელმაც რა პროგრესი განიცადა ჩემზე არანაკლებ კარგად იცით, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს და მოლდოვა, რომელიც დსთ-ს წევრია, იღებს კანდიდატის სტატუსს. აწი საიდან გამოვა და შევა, ეს მეორე საკითხია. როცა ამის პოლიტიკური ნება იყო, დსთ-ში მყოფმა ქვეყანამ მიიღო სტატუსი. ჩვენ ათი თავით წინ ვიყავით, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული შეფასებებითაც წინ ვიყავით და მაინც ვერ მივიღეთ [სტატუსი]. ანუ, ამის უკან რაღაც იდგა, ჰო? იდგა კულისებში მოქმედებები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებთ ხოლმე, შეცდომით და შემთხვევით არ ვახსენებთ.

 

არის რაღაც დიდი ინტერესები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს და ამ ინტერესებს მივყავართ მეორე ფრონტის იდეამდე, რომელსაც ჩვენ არ ჩავყევით. დიახ, ამ იდეას და ამ გეგმას არ ვემორჩილებით და ასევე, ამავდროულად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრობისკენ ვიაროთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner