logo_geo
eng_logo
თბილისის მერია: მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა - ხარვეზი დღის ბოლოს სრულად აღმოიფხვრება
- +

2 სექტემბერი. 2023. 20:29

 

მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა - ხარვეზი დღის ბოლოს სრულად აღმოიფხვრება, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის.

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.

პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner