logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დღეს „ლაციოს“ დაუპირისპირდება
- +

2 სექტემბერი. 2023. 20:33

 

იტალიის „სერია ა-ს“ მესამე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში პირველი შეხვედრა გასულ კვირას, „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართა და მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში საგოლე გადაცემა გააფორმა.

„ნაპოლის“ ანგარიშზე 2 ტურის შემდეგ 2 მოგება და 6 ქულაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner