იტალიის „სერია ა-ს“ მესამე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში პირველი შეხვედრა გასულ კვირას, „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართა და მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში საგოლე გადაცემა გააფორმა.
„ნაპოლის“ ანგარიშზე 2 ტურის შემდეგ 2 მოგება და 6 ქულაა.