ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტრო სადენები. საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს ახდილი.
ახმეტის მერის განცხადებით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო სეტყვით. დაგლიჯა ხეები, წააქცია ელექტროგაყვანილობის ბოძები. გადახდილია სახურავები. სასწრაფო ჩარევა თუ რამეშია საჭირო, შესაბამის სამსახურებთან კავშირზე ვართ“, - აცხადებს ალექსი ფიცხელაური.