ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარდა ქალაქის ცენტრში მდებარე დასასვენებელ პარკს და მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, 12 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციისთვის.