საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ალავესს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა „ალავესის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც პენალტი ორჯერ მოიგერია. მის კარში თერთმეტმეტრიანი თამაშის დასაწყისში დაინიშნა. მამარდაშვილმა კიკე გარსიას დარტყმა მოიგერია, თუმცა იმის გამო, რომ „ვალენსიას“ მოთამაშე საჯარიმოში მსაჯის სასტვენამდე შევიდა, გარსიას ჯარიმა განმეორებით შეასრულებინეს. მამარდაშვილმა დარტყმის მიმართულება ამჯერადაც გამოიცნო და ბურთი მეორედ მოიგერია