logo_geo
eng_logo
სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის
- +

3 სექტემბერი. 2023. 10:40

 

 

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

 

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში - ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

 

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

 

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყენებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner