logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს
- +

3 სექტემბერი. 2023. 14:32

 

 

„დღეს ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის დავით მჟავანაძის ხელმძღვანელობით პროვოკაცია მოაწყვეს“, - ამის შესახებ ფბ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს..

 

„დღეს ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის დავით მჟავანაძის ხელმძღვანელობით პროვოკაცია მოაწყვეს.

 

არიგებდნენ ფლაერებს,(ფოტო 1) თითქოს,

 

ჩოხატაურის მერია ყიდის ქალაქის ცენტრში მდებარე ნ.დუმბაძის სახელობის სკვერს.

 

სინამდვილეში: სკვერის მთლიანი ფართობია 1757 კვ.მ (ფოტო 2). აქედან, მერიამ ცალკე გამოჰყო 290 კვ.მ ფართი(ფოტო 3), შემაღლებული ნაწილი.

 

 

პარკში არ მოიჭრება არც ერთი ხე, არ მოიხსნება სკამები და არც ბილიკები გაუქმდება. მიწის ეს ნაკვეთი სამხარაულის ექსპერტიზამ შეაფასა 15 000 ლარად, გაიყიდა აუქციონზე, კოეფიციენტის მიხედვით, გორაზე აიღებენ მშენებლობის ნებართვას. ჩაიდგმება „საქართველოს ბანკის“ შენობა, მსუბუქი კონსტრუქციებით ოთხივე მხრიდან პანორამაში.

 

ბანკის ფილიალი ჩოხატაურში დღემდე არ არის.

 

აღნიშნული ტერიტორია ჯერ არ გაყიდულა, არ ჩატარებულა არანაირი აუქციონი!
მიმდინარეობს მსჯელობა ტერიტორიის გაყიდვის ნებართვის შესახებ!

  

თემა არ არის ახალი, გამოტანილი და მიღებული იქნა საკრებულოს სხდომაზე.

 

ეს არის „ნაციონალური სიმართლე“, რაზეც ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურ პასუხს!“ - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner