„სიცოცხლის ფესტივალს" ზუგდიდი შეუერთდა. საქველმოქმედო ღონისძიება, დადიანების სასახლის ეზოში მოეწყო, სადაც მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ წარსდგა.
ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ყოველწლიური „სიცოცხლის ფესტივალი", „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ მიერაა ორგანიზებული. ტრადიციული „ოქროს სექტემბრის“ ფესტივალი წელს საქართველოს ოთხ რეგიონს - სამეგრელოს, კახეთს, აჭარას, იმერეთსა და თბილისს მოიცავს.
ფესტივალი 29 სექტემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, გალაკონცერტით დაიხურება.