მსოფლიოს ჩემპიონატზე კალათბურთში ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ერთმანეთს აშშ-იტალია, გერმანია-ლატვია, ლიეტუვა-სერბეთი და კანადა-სლოვენია დაუპირისპირდებიან. მატჩები 5 და 6 სექტემბერს გაიმართება.
ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონატი - ესპანეთის ნაკრები.
თავისი ბოლო შეხვედრა ჩემპიონატზე ჩაატარა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც, რომელიც ავსტრალიასთან დამარცხდა, თუმცა თავისთვის სადებიუტო ჩემპიონატზე ტოპ 16-ში მოხვდა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზის უფლებაც მოიპოვა.
ნაკრები თბილისში 5 სექტემბერს, 09:45 საათზე ჩამოფრინდება.