ფხენიანმა სარაკეტო ბირთვული იერიშის იმიტაცია მოაწყო, - ამის შესახებ CNN-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რომლებიც იმიტირებული ბირთვული ქობინებით იყო აღჭურვილი. იმიტირებული იერიშის ინსცენირება ფხენიანის პასუხი იყო ერთობლივ წვრთნაზე, რომელიც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ჩაატარეს.