logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: აშშ-მ და რუსეთმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ
- +

7 სექტემბერი. 2016. 14:14



გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.



ალეპოში მიმდინარე საომარ მოქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება და სამედიცინო დაწესებულებები იბომბება. ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკების პროცესში წინ წაიწევენ და ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვაც შეწყდება. იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება. ამის გამართლება შეუძლებელია", - განაცხადა ანგელა მერკელმა.



„მოხალისე ექიმებმა" ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშულა. 100-ზე მეტი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner