უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ დოკუმენტზე იმუშავებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება მიმოიხილეს და განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციფიკა და „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებაც.
„მნიშვნელოვანი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩვენი გუნდები - უკრაინა და საფრანგეთი - იმუშავებენ ორმხრივ დოკუმენტზე გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.