logo_geo
eng_logo
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა
- +

3 სექტემბერი. 2023. 22:52

 

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები დღეს საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს.

 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 11 ათლეტი შეარჩია, მათ შორის ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე. ჩვენი ნაკრები ტურნირზე სრული შემადგენლობით გაემგზავრა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 4-დან 17 სექტემბრის ჩათვლით, საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner