logo_geo
eng_logo
კიევის სასამართლომ იგორ კოლომოისკის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- +

3 სექტემბერი. 2023. 23:00

 

 

კიევის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კოლომოისკის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ამის შესახებ The Guardian წერს.

 

გირაოზე დათანხმების შემთხვევაში მას ნახევარი მილიარდი გრივნას გადახდა მოუწევს. კოლომოისკის ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენეს. ბიზნესმენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

 

გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაცვის მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner