logo_geo
eng_logo
„სიენენი“ - ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული სარაკეტო თავდასხმის სიმულაცია მოახდინა, რათა აშშ „ბირთვული ომის საფრთხის შესახებ“ გაეფრთხილებინა
- +

3 სექტემბერი. 2023. 23:02

 

 

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული სარაკეტო თავდასხმის სიმულაცია მოახდინა, რათა აშშ „ბირთვული ომის საფრთხის შესახებ“ გაეფრთხილებინა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

 

„ქვეყანამ გაუშვა რამდენიმე საკრუიზო რაკეტა, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილი იყო იმიტირებული ბირთვული ქობინით. ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის სიმულაცია – წვრთნები გამიზნული იყო მტრების გასაფრთხილებლად ბირთვული ომის რეალური საფრთხის შესახებ“, – განაცხადა კორეის მუშათა პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ.

 

მათივე თქმით, წვრთნები ჩატარდა შაბათს გამთენიისას და მოიცავდა „ორ შორ მანძილზე მყოფ სტრატეგიულ საკრუიზო რაკეტას იმიტირებული ბირთვული ქობინით“.

 

„დადგმული ბირთვული თავდასხმა იყო პასუხი აშშ-სა და სამხრეთ კორეის მიერ ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, რომელიც ჩატარდა კვირის დასაწყისში”,- განაცხადა სამხედრო კომისიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner