logo_geo
eng_logo
სიგუამ შვეიცარიაში პირველად გაიტანა - ქართველმა „ბაზელი“ ლიდერთან წაგებისგან იხსნა
- +

3 სექტემბერი. 2023. 23:36

 

 

გაბრიელ სიგუამ „ბაზელში“ პირველი გოლი გაიტანა და გუნდი ჩემპიონატის ლიდერ „ციურიხთან“ დაპირისპირებაში წაგებას გადაარჩინა – 2:2.

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შვეიცარიის სუპერლიგის მეექვსე ტურში მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ციურიხი“ ბარიშიჩის ავტოგოლითა (45) და ოკიტას (48) ზუსტი დარტყმის შემდეგ 2:0-ს იგებდა.

 

მასპინძლები რთულ მდგომარეობაში იყვნენ. გაბრიელ სიგუას მოედანზე გამოჩენიდან ორ წუთში, „ციურიხს“ რენატო ვეიგამ გაუტანა და სხვაობა შეამცირა.

 

ქართველმა ნახევარმცველმა 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+6-ე წუთზე კი შვეიცარიაში პირველად გაიბრწყინა – მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

 

შვეიცარიის სუპერლიგაში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ „ბაზელს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner